ჩეხეთი რუსეთისგან საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს
ჩეხეთი რუსეთისგან საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს

ჩეხეთი რუსეთისგან საბრძოლო მასალების საცავში აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ალენა შილეროვას თქმით, ჩეხეთი აპირებს, გამოიყენოს საერთაშორისო მექანიზმები და ნორმები, რათა მოსკოვისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს.

„თუ ჩვენ ზარალის კომპენსაციას მოვითხოვთ სისხლის სამართლებრივი წარმოებით, ეს პროცესი გაჭიანურდება“, – განაცხადა ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს 2014 წელს დასახლება ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქების მოწყობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი გააძევა. თავის მხრივ, რუსეთი ბრალდებას უარყოფს. მოსკოვმა საპასუხოდ 20 რუსი დიპლომატი გააძევა.