ჩეფერინი სუპერლიგაზე - არ დავუშვებ, რომ ფეხბურთი იყოს ჩაკეტილი და ელიტარული #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იტალიურ Sportmediaset-თან ინტერვიუში ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ ბრძოლაზე ილაპარაკა.
„სუპერლიგის წინააღმდეგ გულშემატკივართა პროტესტის შემდეგ უეფა მიხვდა, რომ გულშემატკივრები და მოთამაშეები არიან ფეხბურთში მთავარი მოქმედი პირები, და არა ჩვენ, ხელმძღვანელობა ან მსაჯები.
გულშემატკივრებმა აჩვენეს, რომ მათ უყვართ ფეხბურთი და სურთ, რომ ის იყოს ღია და ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე მე და მთლიანად უეფა-მ არის ის, რომ ფეხბურთი ყველასთვის ღია დარჩა. ჩვენ მოგების 97 პროცენტს ვუნაწილებთ დაინტერესებულ მხარეებს – კლუბებსა და ეროვნულ ფედერაციებს. სწორედ ასე ვახორციელებთ ოცნებებს ცხოვრებაში.
ფეხბურთი უნიკალურია. ეს არ არის მხოლოდ სანახაობა, არამედ ცხოვრება და ის ყველა ჩვენთაგანს ეკუთვნის. სანამ მე ამ პოსტზე ვარ, არ დავუშვებ, რომ ფეხბურთი იყოს ჩაკეტილი და ელიტური თამაში“, – განაცხადა ჩეფერინმა.