ჩეფერინი საკუთარ რეზიუმეში მონაცემების ფალსიფიკაციაში ამხილეს #1TVSPORT
ჩეფერინი საკუთარ რეზიუმეში მონაცემების ფალსიფიკაციაში ამხილეს #1TVSPORT

ალექსანდრ ჩეფერინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მეორედ აირჩიეს უეფა-ს პრეზიდენტად, სკანდალში მოხვდა.

მის მშობლიურ სლოვენიაში გამოცემა Slava-მ ყურადღება მიაქცია დეტალს ჩეფერინის რეზიუმეში, რომელიც 2016 წელს შეადგინა, როცა პირველად იყრიდა კენჭს უეფა-ს პრეზიდენტის პოსტზე. დოკუმენტში ჩეფერინმა მიუთითა, რომ 2006-11 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიას“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მაგრამ წყაროები ამტკიცებენ, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

თუ დოკუმენტების ფალსიფიკაცია სიმართლე აღმოჩნდება, ჩეფერინი დგება უეფა-ს პრეზიდენტის პოსტის დაკარგვის რისკის ქვეშ: ორგანიზაციის ნორმების თანახმად, უეფა-ს პრეზიდენტი უნდა ფლობდეს გარკვეულ მმართველობით გამოცდილებას, რომელიც ჩეფერინს, სავარაუდოდ, არ აქვს.

ჩეფერინი უეფა-ს პრეზიდენტია 2016 წლის სექტემბრიდან.