ჩეფერინი გადატვირთულ კალენდარზე - კლუბებს მეტი მატჩი სურთ, ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ, ეს ჩაკეტილი წრეა #1TVSPORT
ჩეფერინი გადატვირთულ კალენდარზე - კლუბებს მეტი მატჩი სურთ, ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ, ეს ჩაკეტილი წრეა #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა იტალიურ Sportmediaset-თან ინტერვიუში ილაპარაკა ფეხბურთელებისა და კლუბების უკმაყოფილებაზე გადატვირთულ კალენდართან დაკავშირებით.

„ერთის მხრივ, ფეხბურთელები ჩივიან ძალიან მაღალი დატვირთვის გამო, მეორეს მხრივ, არიან კლუბები, განსაკუთრებით გრანდები, რომლებსაც უფრო მეტი მატჩის ჩატარება სურთ.

კალენდარი გადატვირთულია. იმდენად, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მეტი მატჩის დამატება. ვეთანხმები იმას, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ სიტუაცია პარადოქსულია.

კლუბების სურვილია იყვნენ ფინანსურად ძლიერები და ამისთვის სჭირდებათ მატჩების დიდი რაოდენობა. მაგრამ, ამასთან, ფეხბურთელები ბევრს ძალიან თამაშობენ და ტრავმებს იღებენ. ეს ჩაკეტილი წრეა“, – განაცხადა ჩეფერინმა.