ჩეფერინი - ჩვენი სუსტი წერტილები დოპინგი, ჩაწყობილი თამაშები და კორუფციაა
ჩეფერინი - ჩვენი სუსტი წერტილები დოპინგი, ჩაწყობილი თამაშები და კორუფციაა

იტალიის დედაქალაქ რომში „უეფას“ (UEFA) პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემდეგ, ალექსანდრ ჩეფერინი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ё2016 წელს, თქვენ ნდობა გამომიცხადეთ, როცა პრეზიდენტის პოსტზე ამირჩიეს. მაშინ კრიზისი იყო, მაგრამ კრიზისი – ეს არის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოღვაწეობს საფუძველი უნდა იყოს პატივისცემა, ამიტომაც მოვამზადეთ მთელი რიგი წინადადებები „უეფას“ გამჭვირვალობის ასამაღლებლად. სუსტი წერტილები, რა თქმა უნდა, არსებობს, როგორც ასეთი რამ ყველა სხვა სისტემაში ხდება. დოპინგი, ჩაწყობილი თამაშები, კორუფცია – ეს დაუშვებელია. ორგანოებმა, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან, მკაცრად უნდა იმოქმედონ. ჩვენ შემდგომშიც დავიცავთ ჩვენს ძირითად ღირებულებებს – თანასწორობასა და ტოლერანტობას, როგორც საფეხბურთო მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აი, ჩემი სამუშაოს მოკლე ანგარიში 2016 წლიდან. იმედია, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი საერთო სამუშაოში“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ჩეფერინმა.

„უეფას“ პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ორგანიზაცია ევროთასებიდან გარიცხავს კლუბებს ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის –

„ყველა გუნდი თანასწორია ფინანსური ფეარ-პლეის წესების წინაშე. ჩვენ არ გვეშინია რომელიმე კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვა. არც ერთი კლუბი არ უნდა გრძნობდეს, რომ ის განსაკუთრებულია. ყველა კლუბი ვალდებულია – დაიცვას წესები“.

სლოვენიელი არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო და მას 55 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ დაუჭირა მხარი.