ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგაზე - ახალ ფორმატს უდიდესი წარმატება ჰქონდა #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ილაპარაკა ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე.
„მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენს ახალ ფორმატს დიდი წარმატება ჰქონდა. ვფიქრობ, ნებისმიერს, ვისაც უყვარს და ესმის ფეხბურთი, მიაჩნია, რომ ეს სეზონი ფანტასტიკური იყო. ჩვენ მართლაც დაუჯერებელი მატჩების მოწმენი გავხდით. ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე დაუვიწყარი იყო. რამდენიმე დიდი გუნდი ტურნირიდან გამოთიშვის პირას იმყოფებოდა. მაგალითად, „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც დღეს ფინალშია, ახლოს იყო გავარდნასთან.
ფანტასტიკური სეზონი. ვფიქრობ, ისინიც კი, რომლებიც ყოველთვის კრიტიკით გამოდიან, ახლა ბევრ რამეს მიხვდნენ. კარგი იქნება, თუ ისინი ამას აღიარებენ“, – განაცხადა უეფა-ს პრეზიდენტმა.