ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შეთანხმება ძალაში შევიდა
ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შეთანხმება ძალაში შევიდა

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

შესაბამის დოკუმენტს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი, 4 ოქტომბერს კი პარლამენტებმა მათი რატიფიცირება მოახდინეს.

შეთანხმება ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის რაიონების გაცვლას ითვალისწინებს. მის გაფორმებას ინგუშეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ტერიტორიების არათანაბრად გაცვლა მოხდა და აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. აქციის მონაწილეების ნაწილს მაგასში კარვები აქვს გაშლილი.