ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა საზღვრების ცვლილების ხელშეკრულება გააფორმეს
ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა საზღვრების ცვლილების ხელშეკრულება გააფორმეს

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა საზღვრების ცვლილების ხელშეკრულება გააფორმეს. რამზან კადიროვისა და იუნუს-ბეკ ევკუროვის შეთანხმების მიზანი ორ რესპუბლიკას შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენა იყო.

დოკუმენტის თანახმად, ინგუშეთის ნადტერეჩნის რაიონის ნაწილი, მთიანი ზონა და ტყის მასივი ჩეჩნეთს გადაეცა, სანაცვლოდ კი, ინგუშეთმა ანალოგიური ზომის ტერიტორია მალგობეგსკის რაიონიდან მიიღო.

აღნიშნული ტერიტორიები დაუსახლებელია.

შეთანხმება ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ გააპროტესტა. აქციის ადგილზე რუსეთის გვარდიისა და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.