ჩავის ლიონელ მესი და რონალდინიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებად მიაჩნია
ჩავის ლიონელ მესი და რონალდინიო ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებად მიაჩნია

„ბარსელონას“ ყოფილ კაპიტანს ჩავის ლიონელ მესი და რონალდინიო ისტორიაში ორ საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნია.

„რონალდინიო საუკეთესოების დონეზეა. შესაძლოა, მას თანმიმდევრულობა არ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ პიკზე ყოფილიყო. ჩემთვის მხოლოდ ლიონელ მესი დგას რონალდინიოზე მაღლა, რადგან ის ბოლო წლებია მუდმივად ინარჩუნებს სტაბილურობას.

მესი – საუკეთესოა ისტორიაში, მაგრამ რონალდინიო რონალდოსა და კრიშტიანო რონალდოს დონეზეა“, – თქვა ჩავიმ.

რონალდინიომ „ბარსელონას“ შემადგენლობაში 145 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა 2005 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო.