ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელობა უნდა
ჩავის „ბარსელონას“ მწვრთნელობა უნდა

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა გაზეთ „მარკასთის“ (Marca) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი მშობლიური კლუბის გაწვრთნაა.

„ამ სეზონის შემდეგ, ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულდება. ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, რას გავაკეთებ მომავალში, მაგრამ ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს: მინდა, ერთ დღეს „ბარსელონას“ მწვრთნელი გავხდე“, – თქვა ჩავიმ, რომელიც, ამჟამად, ყატარის „ალ სადის“ ღირსებას იცავს.

ადრე აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ჩავიმ, შესაძლოა, ყატარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მიიღოს და სწორედ მას დაევალოს ამ გუნდის მომზადება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც ყატარში გაიმართება.