ჩავიმ ვიტორ როკეს მცირე სათამაშო დრო ახსნა #1TVSPORT
ჩავიმ ვიტორ როკეს მცირე სათამაშო დრო ახსნა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ აზრი გამოთქვა თავისი გუნდის ფორვარდის, ვიტორ როკეს შესახებ.

„მან უკვე მოუმატა „ბარსელონაში“ გადმოსვლის შემდეგ, განსაკუთრებით, მოძრაობაში. ჩვენ მისთვის სპეციალური ვიდეოები მოვამზადეთ. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრი მოგვცეს. მაგალითად, ჩვენ უნდა სარგებლობა მივიღოთ იმისგან, თუ როგორ იყენებს ვიტორი სივრცეს. გვინდა, ისე გავაკეთოთ, რომ მან გაიაზროს ჩვენი პოზიციური თამაში“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.

ვიტორ როკე „ბარსელონაში“ ზამთარში გადავიდა „ატლეტიკო პარანაენსედან“ 40 მილიონ ევროდ. ამ მომენტისთვის მას კატალონურ კლუბში ყველა ტურნირზე 12 მატჩი დაუგროვდა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა. ბრაზილიელის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში.