ჩავიმ შოთა არველაძის „ფახთაქორს“ მესამედ გაუტანა [ვიდეო]
აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ბარსელონას“ ლეგენდა ჩავიმ ისევ გაუტანა შოთა არველაძის „ფახთაქორს“. ყატარის „ალ-სადში“ მოთამაშე ესპანელმა მე-9 წუთზე შესანიშნავი ჯარიმით გახსნა ანგარიში, შეხვედრა კი მისმა გუნდმა შინ ანგარიშით 2:1 მოიგო.
— Drafts 2.0 (@drafts_2) April 22, 2019
ამ გუნდების მატჩი მესამე ტურში „ფახთაქორის“ მოედანზე ანგარიშით 2:2 დასრულდა და მაშინ, „ალ-სადის“ ორივე გოლი ასევე ჩავიმ გაიტანა.
ოთხი ტურის შემდეგ, „ალ-სადი“ „დ“ ჯგუფის ლიდერია, „ფახთაქორი“ კი მესამე ადგილზეა. პლეიოფში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.