ჩავიმ განაცხადა, რომ შეიძლება სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს „ბარსელონა“ #1TVSPORT
ჩავიმ განაცხადა, რომ შეიძლება სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს „ბარსელონა“ #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ კომენტარი გაუკეთა ესპანეთის თასიდან თავისი გუნდის გამოვარდნას. კატალონელებმა მეოთხედფინალი სტუმრად „ბილბაოს“ წინააღმდეგ დამატებით დროში 2:4 დათმეს.

„თუ სეზონის ბოლოსთვის ჩვენ არ აღმოვჩნდებით კონკურენტუნარიან დონეზე, მე წასვლა მომიწევს. ვიცი, სადაც ვიმყოფები, ეს ტოპგუნდია. „ბარსელონაში“ ტიტულების მოპოვებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე გემუქრება.

დარწმუნებული ვარ, რომ პროექტს დიდი პოტენციალი გააჩნია და აერთიანებს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეებს“, – განაცხადა „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა.