ჩავიმ დემბელე ნეიმარს შეადარა #1TVSPORT
ჩავიმ დემბელე ნეიმარს შეადარა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ შეაქო თავისი გუნდის გარემარბი უსმან დემბელე და ის კატალონური კლუბის ყოფილ ფორვარდს ნეიმარს შეადარა.

„ის ბედნიერია, ის არიგებს გადაცემებს, ის ქმნის უპირატესობას მინდორზე, ის ნამდვილი ალესილი ხანჯალია ფლანგზე და ძალიან თამამად მოქმედებს. ცოტა ფეხბურთელი მინახავს, რომელსაც ერთი ერთზე მოტყუების ასეთი უნარი ჰქონდეს. ის ერთ დონეზე იმყოფება საუკეთესო ფორმაში მყოფ ნეიმართან.

მას ბევრი პრობლემა ჰქონდა ბოლო წლებში და დაიმსახურა ის, რაც დღეს აქვს. არ არსებობს არც ერთი სუფთა გარემარბი, რომელიც ისე მოქმედებდეს ორივე ფლანგზე, როგორც ამას დემბელე აკეთებს“, – განაცხადა ჩავიმ.

25 წლის დემბელეს ლა ლიგას მიმდინარე სეზონში ორი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა აქვს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პლზენის“ წინააღმდეგ კი ორი საგოლე პასი შეასრულა.