ჩავიმ დაასახელა სამი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი, ვისაც „ბარსელონას“ მწვრთნელობის პერიოდში დაუპირისპირდა #1TVSPORT
ჩავიმ დაასახელა სამი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი, ვისაც „ბარსელონას“ მწვრთნელობის პერიოდში დაუპირისპირდა #1TVSPORT

ჩავი ერნანდესმა დაასახელა სამი ყველაზე სახიფათო მოთამაშე, რომელსაც „ბარსელონას“ მწვრთნელობის პერიოდში მისი გუნდი დაუპირისპირდა.

„თუ დავასახელებ ყველაზე სახიფათო, რთულ მოწინააღმდეგებს, რომლებთანაც ჩემი მწვრთნელობის პერიოდში თამაში მომიწია, ესენი იქნებიან: რაშფორდი, ვინისიუსი და ბენზემა“, – განაცხადა კატალონიელთა მთვარმა მწვრთნელმა.

ჩავის მწვრთნელობის პერიოდში „ბარსელონამ“ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული და ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა.

ჩავის, როგორც სპორტსმენის კარიერაც, ფაქტობრივად, „ბარსელონას“ უკავშირდება – ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში 24 წლის განმავლობაში თამაშობდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.