ჩავი ყატარის 2022 წლის მუნდიალის ელჩი გახდა
ჩავი ყატარის 2022 წლის მუნდიალის ელჩი გახდა

„ბარსელონას“ ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი, რომელიც ამჟამად ყატარის კლუბ „ალ სადში“ თამაშობს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პირველი საერთაშორისო ელჩი გახდა.

„მე ვნახე, რისი გაკეთება შეუძლია ფეხბურთს ყატარის დასახლებებსა და მსოფლიოს ყველა რეგიონში. ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს, ამსხვრევს სტერეოტიპებსა და სოციალურ ბარიერებს“, – განუცხადა სააგენტო AFP-ს ჩავიმ.

ჩავი 2015 წლის ივნისში გადავიდა „ალ-სადში“. კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. შესაძლებელია ხელშეკრულების გაგრძელება, თუ ესპანელი ყატარული კლუბის მწვრთნელობას დათანხმდება.