ჩავი - სტერლინგს შეუძლია მესი და რონალდო ჩაანაცვლოს
ჩავი - სტერლინგს შეუძლია მესი და რონალდო ჩაანაცვლოს

„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა ჩავიმ დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებიც დაიკავებენ მსოფლიოს ფეხბურთის ლიდერის პოზიციებს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ.

„მესი და რონალდო მრავალი წლის განმავლობაში ედგნენ სათავეში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგებს. რთულიც კია იმ დროის გახსენება, როცა ისინი ჯერ არ ჩანდნენ მოედანზე. მესი ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია ისტორიაში და, მართალია, ისინი კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, უკვე შორს არ არის დღე, როცა ვიღაც დაიკავებს მათ ადგილს. როცა უყურებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც მომავალში მოირგებენ ლიდერობას, მაინც გახსენდება ნეიმარი, მბაპე, სალაჰი და, რა თქმა უნდა, სტერლინგი. ამ მომენტისთვის, ჩემი აზრით, სტერლინგი ლიდერობს ამ ფეხბურთელების სიას. რაჰიმი ყოველთვის სახიფათო ფეხბურთელი იყო, მაგრამ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ერთ-ერთი საუკეთესო გახდა მსოფლიოში. ვიცი, როგორ მუშაობს პეპი. ის ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება მას პირველივე დღიდან, უყვება, რაზე უნდა იმუშაოს, რომელი ელემენტები გააუმჯობესოს და ჩვენ ვხედავთ შედეგებს – სტერლინგი ჯერ ისევ ახალგაზრდაა და შეუძლია გახდეს მსოფლიოში საუკეთესო“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები გაზეთ „მირორს“.