ჩავი სიმონსმა „ჩელსიში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა #1TVSPORT
„ლაიპციგის“ ნახევარმცველმა ჩავი სიმონსმა თანხმობა განაცხადა „ჩელსიში“ გადასვლაზე, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
წყაროს ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები 22 ივლისს დაიწყება, ლონდონურ კლუბს უკვე ჰქონდა კონტაქტი ნიდერლანდელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან. აღვნიშნავთ, რომ გარიგება დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა „ჩელსი“ ამჟამინდელი შემადგენლობიდან რომელიმე მოთამაშის გაყიდვას.
გასულ სეზონში 22 წლის ჩავი სიმონსმა ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ლაიპციგთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.