ჩავი, შეიძლება, „ლევერკუზენში“ დაინიშნოს #1TVSPORT

17:47, 01.09.2025

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ, შესაძლოა, ჩაიბაროს „ლევერკუზენი“, რომელმაც ორშაბათს დაითხოვა ერიკ თენ ჰაგი.

როგორც Sky Germany იტყობინება, 45 წლის ესპანელი სპეციალისტი ლევერკუზენული კლუბის ხელმძღვანელობის მიერ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითად კანდიდატად განიხილება.

ჩავის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ბარსელონა“, რომელსაც 2021-24 წლებში წვრთნიდა და გუნდი 2023 წელს ჩემპიონობამდე მიიყვანა. კატალონელებამდე ჩავი კატარის „ალ-სადს“ წვრთნიდა.

მსგავსი