ჩავი სეზონის შემდეგ „ბარსელონას“ დატოვებს #1TVSPORT
ჩავი სეზონის შემდეგ „ბარსელონას“ დატოვებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ გამოაცხადა, რომ დატოვებს გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა „ვილიარეალთან“ ლა ლიგის 22-ე ტურის მატჩში 3:5 წაგების შემდეგ თქვა.

„სანამ შეკითხვებს დამისვამდეთ, მინდა, გამოვაცხადო, რომ 30 ივნისს „ბარსელონას“ დავტოვებ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტთან ერთად მივიღე. სიტუაცია შეცვლას იმსახურებს, მე არ შემიძლია, გავაგრძელო მუშაობა ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ კლუბს დინამიკური ცვლილებები სჭირდება. უდიდესი დაძაბულობით ვთამაშობთ. კლუბის საკეთილდღეოდ უმჯობესი იქნება, წავიდე. დარჩენილ მატჩებში გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებში იქნება“, – განაცხადა ჩავიმ პრესკონფერენციაზე.

ესპანელის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში იწურება. 44 წლის ჩავი „ბარსელონაში 2021 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

კატალონური კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა სეზონის შემდეგ ჩავის წასვლის შესახებ ინფორმაცია.