ჩავი - სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობ, იმედია, კლუბები მოლაპარაკებას შეძლებენ #1TVSPORT
ჩავი - სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობ, იმედია, კლუბები მოლაპარაკებას შეძლებენ #1TVSPORT

ევროპული პრესა აქტიურად განიხილავს ჩავი ერნანდესის „ბარსელონაში“ დაბრუნების საკითხს. კატალონიური გრანდი კრიზისშია, სავარაუდოდ, კუმანი გუნდს დატოვებს და „ბარსელონას“ მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატი სწორედ ჩავი ერნანდესია.

„ბარსელონასთან“ რამდენიმე დღეა, მოლაპარაკებას ვაწარმოებ, – ციტირებს ჩავის სიტყვებს Goal.com. – თუმცა, ეს მთლიანად არის დამოკიდებული კლუბებს შორის მოლაპარაკებაზეა და იმედი მაქვს, რომ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ. ჩვენ ამას სულმოუთქმელად ველოდებით.

სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობ. იმედია, ასე მოხდება. ახლანდელ გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და კლუბებმა ერთმანეთში შეთანხმება უნდა შეძლონ. ჩემი პოზიცია კი მათთვის ცნობილია“.

41 წლის სპეციალისტი ამჟამად ყატარულ კლუბს, „ალ სადს“ უდგას სათავეში.