ჩავი - ნიჭის დონით არ არსებობს მსოფლიოში პედრის მსგავსი ფეხბურთელი #1TVSPORT
ჩავი - ნიჭის დონით არ არსებობს მსოფლიოში პედრის მსგავსი ფეხბურთელი #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ თავისი გუნდის ნახევარმცველს პედრის მსოფლიოში ყვველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა.

„ის ჩვენ ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს, არ კარგავს ბურთს. ის მართლაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, როგორც ეს „ვალენსიას“ წინააღმდეგ იყო.

პედრი – ბრწყინვალე მოთამაშეა. ნიჭიერების დონით არ არსებობს მსოფლიოში ასეთი ფეხბურთელი.

ჩვენ ვთხოვთ მას მეტი დაარტყას. ვითხოვთ ამას. მას კარგი დარტყმა აქვს, კარგად ასრულებს საჯარომოებს. ის ახალგაზრდა და მორცხვია, მაგრამ ყველას არ გააჩნია მისნაირი თვისებები“, – განაცხადა კატალონელთა მთავარმა მწვრთნელმა.