„მილანი“ მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას პაულო ფონსეკა ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს პოსტიდან, მისმა შემცვლელმა, სერჟიო კონსეისაომ გუნდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ „მილანის“ პრობლემები ვერ მოაგვარა.
როგორც გამოცემა El Nacional-ი წერს, კონსეისაოს მოუწევს შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, რათა გააგრძელოს მუშაობა „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მანამდე კი კლუბს უკვე შერჩეული ჰყავს კანდიდატი.
ეს არის ჩავი, რომელიც თითქმის ერთი წელია, უმუშევარია „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ. ესპანელ სპეციალისტს ხიბლავს იტალიურ გრანდში მუშაობის პერსპექტივა და მზად არის „მილანთან“ მოლაპარაკებების საწარმოებლად.