ჩავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობისთვის მზადაა #1TVSPORT
ჩავი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობისთვის მზადაა #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი ჩავი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტი თვალს ადევნებს ინგლისის პრემიერლიგას და ნებისმიერ მომენტში მზად არის იმუშაოს „იუნაიტედში“ იმის მიუხედავად, რომ გუნდი არ თამაშობს ევროტურნირებზე.

ჩავის ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ბარსელონა“ – ის კატალონურ გუნდს 2021-24 წლებში ავარჯიშებდა და 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა.