ჩავი ერნანდესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებად ესპანეთსა და არგენტინას მიიჩნევს #1TVSPORT
ჩავი ერნანდესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებად ესპანეთსა და არგენტინას მიიჩნევს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს ასახელებს. ლეგენდარული ფეხბურთელის თქმით, ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტები ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები იქნებიან.

„მათ უკვე დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ და იციან, როგორ იბრძოლონ ტიტულისთვის. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ჩემთვის ეს გუნდი, არგენტინასთან ერთად, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტია“, – ციტირებს ჩავის სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, სამხრეთამერიკელებმა მუნდიალი 2022 წელს მოიგეს, ხოლო ესპანეთი კონტინენტის პირველობის გამარჯვებული 2024 წელს გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება, ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.