ჩავი - დე იონგს ჩემთან და ინიესტასთან არაფერი აქვს საერთო
ჩავი - დე იონგს ჩემთან და ინიესტასთან არაფერი აქვს საერთო

„ბარსელონას“ ყოფილმა კაპიტანმა ჩავიმ თავისი აზრი გამოთქვა კატალონელთა ნიდერლანდელ ნახევარმცველზე ფრენკი დე იონგზე, რომელსაც მუდმივად ადარებენ მას და ანდრეს ინიესტას.

„ვფიქრობ, ის შეძლებს კლუბში თავის გამოჩენას. დე იონგი – ეს არის დე იონგი და მას არაფერი საერთო არ აქვს ინიესტასთან, ბუსკეტსთან ან ჩემთან. ის უნიკალურია.

„ბარსელონა“ – ეს არის კლუბი ძალიან მაღალი მოთხოვნებით და თქვენ იქ ძალიან მალე შეიძლება მიიღოთ კრიტიკა. როცა ხვდებით კლუბში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, რთულია მაშინვე მიიღოთ ყველაფერი, მით უმეტეს, თუ სხვა ქვეყნიდან ჩამოხვედით და სხვა კულტურა გაგაჩნიათ. მაგრამ დე იონგს შესანიშნავი თვისებები აქვს“, – განაცხადა ჩავიმ.

დე იონგმა ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

დატოვე კომენტარი