ჩავი და „ბარსელონა“ კონტრაქტს სამი წლით გააგრძელებენ #1TVSPORT
ჩავი და „ბარსელონა“ კონტრაქტს სამი წლით გააგრძელებენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აპირებს, გააგრძელოს თანამშრომლობა მთავარ მწვრთნელთან, ჩავისთან.

გაზეთ Marca-ს მონაცემებით, კატალონური კლუბი ესპანელ სპეციალისტს ხელშეკრულების 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას შესთავაზებს.

წყაროს ცნობით, ჩავის მოსწონს „ბარსელონაში“ მუშაობა და დათანხმდება ამ წინადადებას.

43 წლის ჩავი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია 2021 წლის ნოემბრიდან. ამ სეზონში კლუბმა მოიგო ესპანეთის სუპერთასი და 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ლა ლიგას.