ჩავი – ჩემი შემდეგი ნაბიჯი ნაკრებია, ეს ჩემი სურვილია #1TVSPORT

07:26, 19.07.2026

„ბარსელონას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ თავის კარიერულ გეგმებზე ილაპარაკა. ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს, სათავეში ჩაუდგეს ეროვნულ გუნდს, რადგან კლუბში მუშაობისას ნაკლები დრო რჩება ოჯახისთვის.

„ჩემი შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ნაკრები. ამ როლს კარგად მოვერგები და ეს არის რეალურად ჩემი სურვილი. მე მყავს ოჯახი, პატარა ბავშვები. კლუბი არ მომცემს საშუალებას, მათთან დიდი დრო გავატარო. მე ამას გულწრფელად ვამბობ. მინდა, მონაწილეობა მივიღო მწვრთნელის რანგში მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე, აფრიკის თასზე ან აზიის თასზე“, – განაცხადა ჩავიმ.

ესპანელი 2024 წლიდან უმუშევარია, მას შემდეგ, რაც ის „ბარსელონაში“ ორწელიწადნახევრიანი მუშაობის მერე დაითხოვეს პოსტიდან.

მსგავსი