ჩავი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ჟიულ კუნდეს ტრანსფერს ითხოვს #1TVSPORT
ჩავი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ჟიულ კუნდეს ტრანსფერს ითხოვს #1TVSPORT

„სევილიას“ მცველით ჟიულ კუნდეთი სერიოზულად ინტერესდება „ბარსელონა“.

გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონელთა მთავარ მწვრთნელს ჩავის სურს, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდის დაცვის ცენტრში ითამაშონ კუნდემ და რონალდ არაუხომ. სწორედ ეს დუეტი წარმოუდგენია ჩავის ოპტიმალურად ტიტულების მოსაპოვებლად.

ჩავი ჯიუტად ითხოვს კუნდეს გაფორმებას, მაგრამ ასევე ესმის მისი კლუბის ფინანსური პრობლემები. მიუხედავად ამისა, იმედოვნებს, რომ ხელმძღვანელობა შეძლებს ყველაფრის დალაგებას.

23 წლის ფრანგი მცველის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს აღწევს. კუნდეს მიმართ ინტერესს ასევე იჩენს „ჩელსი“.