ჩარლზ ოლივეირა - ხაბიბის და ტონის ბრძოლა არასოდეს გაიმართება
ჩარლზ ოლივეირა - ხაბიბის და ტონის ბრძოლა არასოდეს გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უკვე მეხუთედ გადაიდო. ბევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაპირისპირება არასდროს გაიმართება. ერთერთი ასეთი ადამიანი მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი ჩარლს ოლივეირაა.

„მე მგონია, რომ ხაბიბი და ტონი ერთმანეთს არასოდეს შეხვდებიან. ეს ბრძოლა არ გაიმართება. ყოველთვის რაღაც ხდება. რომელიმე მებრძოლი ტრავმას იღებს. ამჟამად კი კორონავირუსი. ტონი ამჟამად ძალიან კარგ ფორმაშია, ის ყველას ამარცხებს და მისი სტილი უნიკალური და განსხვავებულია. მიმაჩნია, რომ ჯასტინ გეტჯისთვის ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, რადგან ფერგიუსონი ჩემპიონთან (ხაბიბთან) საბრძოლველად ემზადებოდა. აქედან გამომდინარე მან დიდი ალბათობით საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, რასაც ვერ ვიტყვით ჯასტინზე.” – განაცხადა ბრაზილიელმა „MMA Fighting”- თან მიცემულ ინტერვიუში.