ჩარლსტონის ტურნირი კისმა მოიგო

14:19, 08.04.2019
epa04589742 Madison Keys of the US jubilates after winning against Venus Williams of the US in their quarter-final match at the Australian Open Grand Slam tennis tournament in Melbourne, Australia, 28 January 2015. The Australian Open tennis tournament runs until 01 February 2015.  EPA/Barbara Walton

გასულ კვირას ქალთა პროფესიულ ტურში ორი ტურნირი გაიმართა. ამერიკის ქალაქ ჩარლსტონში ფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და ამერიკელი მედისონ კისი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ორივე ჩოგბურთელი ძალიან კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და ჯამში მხოლოდ სამი ბრეიკი დაფიქსირდა. მნიშვნელოვან ქულებზე კისი უფრო საიმედოდ გამოიყურებოდა და მას ვინერსებისა და უნებლიე შეცდომების შეფარდება დადებითი ჰქონდა (45/38), მის მეტოქეს – უარყოფითი (7/13).

საბოლოოდ, კისმა ორ სეტში მოიგო – 7:6(5), 6:3 და კარიერაში მეოთხე ტიტული მოიპოვა.

მსგავსი