ჭანტურიშვილმა გაიტანა, კობოურის გუნდი გავარდა #1TVSPORT
ჭანტურიშვილმა გაიტანა, კობოურის გუნდი გავარდა #1TVSPORT

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა, ხოლო „ზლინმა“ „ტეპლიცესთან“ დამაჯერებლად გაიმარჯვა და შემდეგ სეზონში ლიგაში დასარჩენად მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა.

ჩეხეთში რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ „ზლინი“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდების ექვსეულში მოხვდა. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 81-ე წუთამდე ითამაშა და მე-3 წუთზე ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა – მცველი და მეკარე ჩამოიშორა და „ზლინი“ დააწინაურა.

საბოლოოდ „ზლინმა“ 3:0 მოიგო, 34 ქულით ექვსეულის ლიდერია და დიდი ალბათობით, ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. ჭანტურიშვილმა მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

ამა ჯგუფში მოხვდა „კარვინა“, სადაც „დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი დავით კობოური ზამთარში გადავიდა – მან შეუცვლელად ითამაშა „იაბლონეცთან“ გასვლით მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 0:2 წააგო. ამ შედეგით „კარვინა“ ქვედა ლიგაში დაქვეითდა.