ჭანტურიშვილმა ევროპის ლიგაზე გაიტანა [ვიდეო]

„ევროპალიგის“ ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში ტრნავის „სპარტაკი“ ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 1:3 დათმო.

„სპარტაკის“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფორვარდი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელმაც მეტოქის კარი 63-ე წუთზე აიღო.

ამ დროისათვის მისი გუნდი მეტოქეს ორი ბურთით ჩამორჩებოდა. მატჩის საბოლოო ანგარიში 79-ე წუთზე ორსიჩმა დააფიქსირა.

„დინამო“ „დ“ ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს და უკვე განაღდებული აქვს ტურნირის მომდევნო ეტაპზე თამაში. რაც შეეხება „სპარტაკს“, ქართველი ფეხბურთელის გუნდს ოთხი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება.