ჭანტურიშვილის გოლი, კობოურის საგოლე გადაცემა - გუგეშაშვილმა საბერძნეთში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
ჭანტურიშვილის გოლი, კობოურის საგოლე გადაცემა - გუგეშაშვილმა საბერძნეთში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

ჩეხეთის ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილმა პრაღის „სპარტას“ გასვლით მატჩში 34-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში გახსნა, მაგრამ „იაბლონეცი“ მარცხისგან მაინც ვერ იხსნა 1:2. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

უნგრეთის ჩემპიონატში ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა მტკ-ში, რომელმაც შინ „ფეჰერვარი“ 3:2 დაამარცხა. „ნირედიჰაზაში“ ნიკა კვეკვესკირი 86-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, მისი გუნდი საშინაო შეხვედრაში „ფერენცვაროშთან“ 0:1 დამარცხდა.

საგოლე გადაცემა შეასრულა დავით კობოურმა და „უიპეშტს“ შინ „კეჩკემეტთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1. 25 წლის ქართველმა მცველმა შეტევა წამოიწყო და ფლანგიდან ჩაწოდებული გადაცემით ადრიან დენეშს გაატანინა. კობოურმა 7,7 ქულა მიიღო, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო შეფასება იყო.

შესანიშნავი თამაში ჩაატარა საბერძნეთის სუპერლიგაში ლუკა გუგეშაშვილმა – მართალია, „პანსერაიკოსი“ სალონიკში „არისთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ 13-დან 12 დარტყმა მოიგერია და ძალიან მაღალი შეფასება – 8,8 ქულა მიიღო.