ჭანტურია ყაზახეთში ითამაშებს - მას „კიზილჯარაში“ გრიგალაშვილი დახვდა #1TVSPORT
ჭანტურია ყაზახეთში ითამაშებს - მას „კიზილჯარაში“ გრიგალაშვილი დახვდა #1TVSPORT

რომან ჭანტურია კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგის პეტროპავლოვსკისკიზილჯარაში“ გააგრძელებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მოთამაშეზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პეტროპავლოვსკისკიზილჯარა“ გაძლიერდა თავდამსხმელით, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს. კლუბმა გააფორმა კონტრაქტი ქართველ თავდამსხმელ რომან ჭანტურიასთან“, – იუწყება „კიზილჯარას“ პრესსამსახური.

რომანი თბილისელია და საფეხბურთო სკოლაც საქართველოში გაიარა. 15 წლის ასაკში იტალიის „ემპოლის“ სკაუტების ყურადღების ცენტრში მოექცა, რომლებმაც ისინი თავიანთ სტრუქტურაში მიიყვანეს. 2019 წლის ზაფხულამდე ჭანტურია ტოსკანურ კლუბს ეკუთვნოდა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიურ, იტალიურ და ქართულ კლუბებში იჯარით გაუშვა. ბოლო წელი გორის „დილაში“ გაატარა.

2017 წელს ჭანტურია „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ვარჯიშობდა და სამატჩო განაცხადშიც მოხვდა. მაგრამ სერია A-ში თამაშის შანსი არ მიეცა. 24 წლის თავდამსხმელს მაშინ ყაზანის „რუბინი“ იწვევდა და მისი ტრანსფერის გამოსყიდვაზე მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა. მაგრამ საბოლოოდ, გარიგება ჩაიშალა.

რომან ჭანტურია „კიზილჯარაში“ ერთადერთი ქართველი არაა – გუნდის კაპიტანი 34 წლის ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილია, თბილისის „დინამოს“ აღზრდილი, რომელმაც რამდენიმე სეზონი „ზესტაფონში“ გაატარა. გასულ სეზონში გუნდში თამაზ ცეხცლაძეც თამაშობდა, რომელიც წელს „სამტრედიაში“ ჩაირიცხა.