ჩამოიყვანოს „ჰარლემ გლობტროტერსი“ და ფეხბურთის გუნდთან ათამაშოს - იურგენ კლოპმა „ჩელსის“ მფლობელის იდეა გააკრიტიკა #1TVSPORT
ჩამოიყვანოს „ჰარლემ გლობტროტერსი“ და ფეხბურთის გუნდთან ათამაშოს - იურგენ კლოპმა „ჩელსის“ მფლობელის იდეა გააკრიტიკა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს არ მოეწონა „ჩელსის“ მფლობელის ტოდ ბოელის იდეა – სეზონში ერთხელ პრემიერლიგაში ჩატარდეს „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის.

ამ თემაზე კითხვა გერმანელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

„შესანიშნავია. როცა ის ამისთვის თარიღს იპოვნის, შეუძლია დამირეკოს.

მას ავიწყდება, რომ ამერიკულ ლიგებში მოთამაშეებს ოთხთვიანი დასვენება აქვთ. ფეხბურთში ყველაფერი სხვანაირადაა.

რა შემიძლია ვთქვა? იქნებ მას სურს „ჰარლემ გლობტროტერსის“ ჩამოყვანა და მისი დაპირისპირება საფეხბურთო გუნდთან?

არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხს ამის ხილვა სურს. წარმოიდგინეთ – „იუნაიტედის“, „სიტის“, „ლივერპულის“, „ევერტონის“ ფეხბურთელები ერთ გუნდში.

და ყველა ლონდონელი ბიჭი ერთად – „არსენალი“, „ტოტენჰემი“… შესანიშნავია. მან მართლა ასე თქვა?“