ჩაკვეტაძით „აინტრახტიც“ დაინტერესდა
ჩაკვეტაძით „აინტრახტიც“ დაინტერესდა

გერმანიის ბუნდესლიგის ცნობილი გუნდი გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „გენტის“ ფეხბურთელით დაინტერესების შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერმა კაზიმ არიფოვმა ისაუბრა.

„ვიცი, რომ ქართველებს ყოველთვის საინტერესო მოთამაშეები გყავდათ და გყავთ. მაგალითად, ჩაკვეტაძე ძალიან კარგი მოთამაშეა. მისი აყვანა ბევრ ცნობილ ევროპულ კლუბს სურს. მათ შორისაა „აინტრახტიც“.  გიორგი ახლა ტრავმირებულია და არ თამაშობს, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, ინტერესი არ შენელდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კაზიმ არიფოვი, რომელიც უზბეკეთიდანაა, ახლა ფრანკფურტში ცხოვრობს და როგორც გვითხრა, 9 წელია ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერია.

გერმანული ბუნდესლიგის გუნდი, ფრანკფურტის „აინტრახტი“ 2018 წელს გერმანიის თასის მფლობელი გახდა, წელს კი ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ გამარჯვებულ „ჩელსისთან“ ორივე შეხვედრა ანგარიშით 1:1 დაასრულა და გათამაშებას პენალტების სერიით გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის „აინტრახტში“ 1993-2006 წლებში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ექს-მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თამაშობდა.

დატოვე კომენტარი