გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის 30-ე ტურში სატურნირო ცხრილში მეზობელს, „ნორვიჩს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო და შეუცვლელად ითამაშა. „უოტფორდისთვის“ შეხვედრა უიღბლოდ განვითარდა. 35-ე წუთზე არბიტრმა მათი თავდამსხმელი, ვაკუნ ბაიო გააძევა. რიცხვობრივი უპირატესობით „ნორვიჩმა“ სწრაფად ისარგებლა – 41-ე წუთზე სტუმრები ჯოშუა სარჟენტიმ დააწინაურა.
45-ე წუთზე „ნორვიჩის“ მცველმა ჩაკვეტაძე საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეორე ტაიმში „უოტფორდს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. 50-ე წუთზე ჩაკვეტაძე კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ, დარტყმის ნაცვლად, ბურთი თანაგუნდელს გადააწოდა და საბოლოოდ მომენტი გოლის გარეშე დასრულდა.
„უოტფორდი“ 30 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-10 ადგილზეა.