ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „ქოვენთრისთან“ თამაში ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპში „ქოვენთრის“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:2 დამარცხდა.
ჩემპიონშიპის 29-ე ტურის დაპირისპირებაში „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მიუხედავად გუნდის მარცხისა, სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ქოვენთრიმ“ ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა – სტუმართა კარი დანიელმა ნახევარმცველმა, ვიქტორ ტორპმა აიღო. „უოტფორდი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ 75-ე წუთზე მეორე გოლც გაუშვა – თავი ისევ ტორპმა გამოიჩინა და დუბლი შეასრულა.
82-ე წუთზე ჩაკვეტაძის აქტიურობის შემდეგ ლიამ კიჩინგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სტუმრებმა კიდევ უფრო დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
29 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 41 ქულით მე-9 ადგილზეა.