გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი შეხვედრა „პორტსმუთთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.
23-ე ტურის შეხვედრა „უოტფორდმა“ შინ გამართა და სწრაფად შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ჩაკვეტაძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ჯებისონმა ვერ ისარგებლა. ანგარიში „პორტსმუთმა“ მე-10 წუთზე სვანსონის გოლით გახსნა და შესვენებამდე მინიმალური სხვაობით დაწინაურდა 1:0.
„უოტფორდმა“ მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა. 57-ე წუთზე კაიემბემ პენალტით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში (90+5-ე წუთზე) ვატამ „პორტსმუთის“ კარი მეორედ აიღო და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
23 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 37 ქულით მე-6 ადგილზე და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონაშია. წლის ბოლო შეხვედრას ქართველის გუნდი 29 დეკემბერს შინ „კარდიფთან“ გამართავს.