ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ლიდერ „ლიდსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ლიდერ „ლიდსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის ლიდერს, „ლიდსს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:4.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „უოტფორდის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ლიდსმა“ პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.

ანგარიში დანიელ ჯეიმსმა მე-20 წუთზე გახსნა, რომელმაც რვა წუთში დუბლი შეასრულა, ხოლო 35-ე წუთზე მანორ სოლომონმა მასპინძლებს მესამე გოლიც გაუტანა და თამაშის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.

„ლიდსმა“ მეორე ნახევარში ჟოელ პიროეს (62) მიერ გატანილი ბურთით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

32 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 42 ქულით მე-13 ადგილზე დაქვეითდა, მაგრამ პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი გუნდების ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.