ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „კარდიფს“ დაუზავდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „კარდიფს“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპში „კარდიფს“ ესტუმრა და დაძაბული შეხვედრა 1:1 დაასრულა.

მე-19 ტურში მოგებით „უოტფორდს“ პრემიერლიგაში გადამსვლელი გუნდების ზონაში დაწინაურება შეეძლო, ხოლო „კარდიფს“ აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევის შანსი ჰქონდა. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაპირისპირება დაძაბული გამოდგა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა „ფულემთან“ ასოციაციის თასზე მხოლოდ 24 წუთი ითამშა და „კარდიფთან“ შეხვედრას დასვენებული შეხვდა, თუმცა ამჯერად გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 65-ე წუთზე კი ანგარიში უელსელებმა კიან ეშფორდის ზუსტი დარტყმით გახსნეს, მაგრამ „უოტფორდმა“ ქულა მაინც გადაარჩინა – 87-ე წუთზე „კარდიფს“ ვაკუნ ბაიომ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

19 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 38 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას კი მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.