ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ერთ-ერთ კონკურენტს, „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ეს იყო ჩემპიონშიფის მე-40 ტურის შეხვედრა, რომელიც მასპინძლებმა შესანიშნავად დაიწყეს. 24-ე წუთზე ანგარიში მაკრორიმ გახსნა, ხოლო ხუთ წუთში ველსმა სტუმართა კარი მეორედ აიღო და ტაიმი ასეც დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ამჯერად „უოტფორდის“ სათადარიგოთა სკამზე მოხვდა და მოედანზე მხოლოდ მე-60 წუთზე გამოჩნდა. „უოტფორდმა“ სხვაობა ამის შემდეგ შეამცირა – 81-ე წუთზე გოლი დუმბიამ გაიტანა.
40 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 53 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა პრემიერლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.