გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპში „ბარნლის“ ესტუმრა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან 1:2 დამარცხდა.
22-ე ტურის დაპირისპირება მასპინძლებმა დამაჯერებლად დაიწყეს და მე-6 წუთზე ჯეიდონ ენტონის გოლით დაწინაურდნენ. 63-ე წუთზე კი „ბარნლის“ უპირატესობა კიდევ უფრიო კომფორტულ სხვაობამდე ჯოშ ბრაუნჰილმა გაზარდა – 2:0.
„უოტფორდმა“ მხოლოდ მე-80 წუთზე შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა – მასპინძელთა კარი სტუმართა გერმანელმა თავდამსხმელმა კვადვო ბაამ აიღო, მაგრამ ქართველის გუნდმა ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა. ჩაკვეტაძემ სტუმართა ნახევარმცველებს შორის საუკეთესო შეფასება, 6.8 ქულა მიიღო.
ინგლისის ჩემპიონშიპში „უოტფორდმა“ 34 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაქვეითდა, მაგრამ პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ზონას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.