ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 5 მილიონამდე გაიზარდა
ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი 5 მილიონამდე გაიზარდა

გიორგი ჩაკვეტაძეს „ერთა თასზე“ და კლუბში წარმატებული თამაში დაუფასდა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო შეფასება 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. გერმანულმა ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ გიორგის ტრანსფერი შეფასება 30 მარტს 3 მილიონ ევრომდე გაზარდა. ერთა ლიგის პირველი ტურების შემდეგ კი გუშინ, 11 სექტემბერს მის გრაფაში 5 მილიონი ევრო მიუთითა.

ასევე გაიზარდა გიორგი ქვილითაიას შეფასება, რომელიც ნაკრებსა და „გენტში“ ჩაკვეტაძის თანაგუნდელია – ტრავმირებული თავადმსმელის ფასი 1,75 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზარდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მცველი საბა კვირკველიაა (8 მილიონი ევრო), ჩაკვეტაძე მეორეზეა, ხოლო მესამეზე ქვილითაია დაწინაურდა.

 

დატოვე კომენტარი