ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ ტურის მატჩს ვერ ჩაატარებს - გუნდში კორონავირუსის აფეთქებაა #1TVSPORT
ჩაკვეტაძის „ჰამბურგი“ ტურის მატჩს ვერ ჩაატარებს - გუნდში კორონავირუსის აფეთქებაა #1TVSPORT

მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგს“ ერზგებირგესაუე“ საკუთარ სტადიონზე უნდა მიეღო, მაგრამ კვირას დაგეგმილი მატჩის ბედი უცნობია – ან გადაიდება, ან ქართველის გუნდს წაგება ჩაეთვლება.

საქმე ისაა, რომ „ვოლკსპარკშტადიონზე“ დაგეგმილი მატჩის წინ, „ჰამბურგმაერცგებირგესაუეს“ და ბუნდესლიგის ადმინისტრაციას შეხვედრის გადადების თხოვნით მიმართა, მიზეზი გუნდში კორონავირუსის უეცარი აფეთქება გახდა.

კორონავირუსის უეცარი აფეთქება გუნდში დადასტურებულია უახლესი ტესტებით. არასასიამოვნო ფაქტია – „ჰამბურგში“ კორონავირუსით მოთამაშეების, მწვრთნელებისა და პერსონალის დიდ ნაწილი დაინფიცირდა, რაც კლუბმა დაუყოვნებლივ აცნობა ჯანდაცვის ორგანოებს და გერმანიის საფეხბურთო ლიგას. იმის გამო, რომ „ჰამბურგის“ ფეხბურთელების დიდი რაოდენობა თამაშს ვერ ახერხებს, დებულების მიხედვით, კლუბმა მოითხოვა შაბათს ერზგებირგესაუესთან“ დაგეგმილი მეორე ბუნდესლიგის საშინაო მატჩის გადადება“, – წერია კლუბის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი „ჰამბურგის“ გამგეობის წევრმა, იონას ბოლდტმა გააკეთა: 

„სამწუხაროდ, ჩვენ არსებულ ვითარებაში სათამაშოდ მზად ვერ ვიქნებით, რადგან იმდენი ინფეცირებულია, რომ დღეს დაგეგმილი ვარჯიშიც გავაუქმეთ“.