ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო - თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ფორმაშია
ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო - თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ფორმაშია
გიორგი ჩაკვეტაძის და „გენტის“ მთავარი მწვრთნელის, ჯეს ტორუპის განცხადებების მიუხედავად, ქართველი შემტევი „გენტს“ „ზულტე-ვარეგემთან“ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა
ჩაკვეტაძის გუნდი ლუკა ზარანდიას „ზულტე-ვარეგემს“ „გელამკო არენაზე“ 7 დეკემბერს მიიღებს, თავად 20 წლის ფეხბურთელი იმედოვნებდა, რომ „გენტის“ განაცხადში იქნებოდა.
„უკვე სრული დატვირთვით ვემზადები და მართალია, ჯერ 90 წუთს ვერ ჩავატარებ, თუმცა, 15-20 წუთის თამაში ნამდვილად შემიძლია. მთავარია, რომ ჩემთვის ურთულესი პერიოდი გადავლახე, ფსიქოლოგიურად კარგად ვარ და მოედანზე უფრო ძლიერიც ვბრუნდებდი. მადლობა „გენტს“, რომელიც ჩემთვის მძიმე პერიოდში გვერდში დამიდგა და ახალი კონტრაქტიც შემომთავაზა”, – განაცხადა ჩაკვეტაძემ პოპულარულ გამოცემა hln-თან ინტერვიუში.
მანამდე „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯეს ტორუპმა განაცხადა, რომ ჩაკვეტაძის დაბრუნებას ელოდა, მაგრამ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, საკუთარი გუნდის „სამარცხო“ განაცხადში ქართველი ტალანტი ვერ მოხვდა.