ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ სადებიუტო გოლი გაიტანა - მატჩი „ბრისტოლმა“ მოიგო #1TVSPORT
ჩაკვეტაძემ „უოტფორდში“ სადებიუტო გოლი გაიტანა - მატჩი „ბრისტოლმა“ მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიპში სადებიუტო გოლი გაიტანა. თუმცა, ქართველი ლეგიონერის გუნდისთვის დღევანდელი დაპირიპირება 1:4 დასრულდა და „ბრისტოლმა“ „უოტფორდს“ დიდი ანგარიშით მოუგო.

„უოტფროდი“ მეორე ტაიმში უკვე ორბურთიანი სხვაობით (2:0) მარცხდბოდა, როცა გიორგი ჩაკვეტაძემ თანაგუნდელებს მატჩის შემოტრიალების საშუალება მისცა და 49-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში გიორგის გუნდი განწირული იყო – „ბრისტოლმა“ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა.

ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ 34 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო „ბრისტოლს“ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციაზეა.