ჩაკვეტაძემ სეზონის პირველი მატჩი ითამაშა - ქვილითაია განაცხადში არ იყო
ჩაკვეტაძემ სეზონის პირველი მატჩი ითამაშა - ქვილითაია განაცხადში არ იყო

გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა, „გენტმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონის ხელმძღვანელობით, „მეჰელენს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა 1:0.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. ეს არ იყო გიორგის მატჩი, რადგან საგოლე გადაცემით და გოლით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ „გენტში“ მაინც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო – მე-15 წუთზე კარში სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ „მეჰელენი“ მეკარემ გადაარჩინა. 56-ე წუთზე კი მეტოქის მცველს საჯარიმოში გაცდა, რომელმაც გიორგი მოცელა, მაგრამ არბიტრმა პენალტის დანიშვნის ნაცვლად, ქართველის მოქმედება სიმულაციად მიიჩნია და ყვითელი ბარათი აჩვენა.

გიორგი ქვილითაია გუნდის განაცხადში არ იყო. ეს უკვე მესამე ტურია გრძელდება, არადა, ქართველ თავდამსხმელს ტრავმა რომ ჰქონდეს, ამაზე „გენტი“ ინფორმაციას გაავრცელებდა. მან „ვილემთან“ ამხანაგურ მატჩში 82 წუთი ითამაშა. მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ, ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მთავარი თავდამსხმელის უთამაშებლობა, ცხადია, უსიამოვნო ფაქტია.