ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა - „უოტფორდმა“ „ლუთონი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი საგოლე გადაცემა შეასრულა, „უოტფორდმა“ კი აუტსაიდერი „ლუთონი“ 2:0 დაამარცხა, თამაშის ბოლოს ქართველი ნახევარმცველი ტრავმის გამო შეცვალეს.
„უოტფორდმა“ მოახერხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-11 წუთზე პენალტით დელე-ბაშირუმ გახსნა, ხოლო მეორე გოლი 23-ე წუთზე ჩაკვეტაძის დამსახურება იყო – ქართველი დრიბლინგით გასცდა მეტოქეებს და ბურთი კარგ პოზიციაში მყოფ კაიემბეს გადააწოდა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.
ქართველი ფეხბურთელი მეორე ტაიმშიც აქტიური, მაგრამ შეხვედრაში მეტი აღარ გასულა და საბოლოოდ, „უოტფორდმა“ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, გიორგიმ კი მაღალი შეფასება დაიმსახურა – 7.6 ქულა.
34 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 48 ქულით მე-9 ადგილზეა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.